9 ივნისს გაიმართა სატელეფონო კომუნიკაცია სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონ ფრიდონ ინჯიასა და ინგუშეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონ მურად დასკიევს შორის. საუბარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში ორივე მხრიდან მონაწილეობდნენ უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრები.
საუბარი შეეხო საქართველოსა და ინგუშეთის უხუცესებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებლობას. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი ერთმანეთთან სტუმრობისა, აზრის გაზიარებისა, ჰუმანიტარულ საკითხებში თანამშრომლობისა.
