საქართველოს ახალი პატრიარქი შიო III გახდა

12.05.2026

საქართველოს უხუცესთა საბჭოს მილოცვა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შიო მესამეს

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, სამეგრელოს უხუცესთა საბჭო სრული შემადგენლობით გილოცავთ თქვენთვის ღვთის მადლით მონიჭებულ უმაღლეს საეკლესიო პატივსა და სასულიერო ტვირთს, რომლის ღირსეულად ტარებას მართლმადიდებელი მრევლისა და სრულიად საქართველოს თანადგომა გაგიადვილებთ..

მიიღეთ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა, სიყვარული და იმედები.

ღმერთი გეწეოდეთ თქვენი მძიმე მისიის განხორციელებაში!

სამეგრელოს უხუცესთა სახელით, საბჭოს თავმჯდომარე

ფრიდონ ინჯია

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

Scroll to Top